სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი

სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი

კვერცხი - აღდგომის სიმბოლოა. ტრადიციისამებრ მას ეკლესიაში აკურთხებენ, მიაქვთ ახლობლებისთვის, ურიგებენ გაჭირვებულებს. გადმოცემის მიხედვით, კვერცხს თავდაპირველად მხოლოდ წითლად ღებავდნენ. შემდეგ კვერცხის სხვადასხვაფრად შეღებვა და მოხატვა დაიწყეს. ყველა ფერს - თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს; წითელი - ეს ცხოვრება და სიყვარულია; ყვითელი - ზეციური მადლი. ცისფერი - ჯანმრთელობა და სისუფთავე, მწვანე - ცხოვრება და ბუნების ხელახლა დაბადება, შავი და თეთრი - გარდაცვლილების მოსაგონარი.

დღეს კვერცხის შეღებვის უამრავი მეთოდი არსებობს - ტრადიციული და ბუნებრივი ენდრო, საკვები საღებავები, თერმომისაკრობები და სხვა...

გთავაზობთ კვერცხის შეღებვის რამდენიმე ბუნებრივ მეთოდს. (გაითვალისწინეთ: ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანე ფრად მხოლოდ თეთრნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ შინაური, მუქნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.

მოწითალო-ყავისფერი:

მოამზადეთ ხახვის ნაფცქვენი და ენდრო (თუ ენდროს ფეხვები გაქვთ, დაჩეჩქვეთ, თუ ფხვნილი, პირდაპირ ჩაყარეთ შემდგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ) დაასხით წყალი, ადუღეთ 30 წუთი და შემდეგ გააჩერეთ. ნახარში რომ გაცივდება, მოათავსეთ ამ ქვაბშივე კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. რაც უფრო მეტი ხახვის ფურცელს ჩაყრით, მით მუქი გამოვა კვერცხი.

ღია-ყვითელი:

მოამზადეთ აკაციის ხმელი ყვავილის ნაყენი. გააჩერეთ. მოათავსეთ ნახარშში კვერცები და ხარშეთ 10-15 წუთი. ამ ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის, ან ფორთოხლის ცედრა და გახეხილი სტაფილო.

მკვეთრი-ყვითელი:

2-3 ს/კ კურკუმა ჩაყარეთ 1 ლ წყალში, აადუღეთ, შემდეგ გააგრილეთ, მოათავსეთ ნაყენში კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს