რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე

რას წერს შალვა რამიშვილის მეუღლე ქმრის გარშემო აგორებულ სკანდალზე

მსახიობი თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო მსახიობი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. "იმედიდან" რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული შალვა რამიშვილი კი დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული. ტელეწამყვანი პროკურატურაში მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა.

ქმრის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება ტელეწამყვანის მეუღლე, ხატია ეკიზაშვილი: "ჩემო მეგობრებო! გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით. თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას.

ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია "იმედის" მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება... ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან/და სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას", - წერს ეკიზაშვილი პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს