ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც ფარულად გადაღებას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას კიდევ ერთხელ აპროტესტებს. მისი თქმით, ეს უპატიებელი დანაშაულია და საჭიროა დამნაშავე მძიმე სასჯელით დაისაჯოს.
"მაპატიეთ, მაგრამ ვინც ფარულად გვიღებდა და გვითვალთვალებდა, ვინც ამონტაჟებდა და ვინც ავრცელებს ფარულად გადაღებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ყველა ერთი ნაგავია ჩემს თვალში და ვერავის მიმართ ვერ ვიქნები კორექტული...
ყველაზე უპატიებელი დანაშაულია და ყველაზე მძიმე სასჯელით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში იყო და არის ჩართული
მეზიზღება ყველა, ვინც ამ ამბავთან შემხებლობაშია..დამკვეთებიც და შემსრულებლებიც.
ნაძირლები და ნაგვები...არ უნდა აღირსო თავისუფლება...ადამიანებს მართლა მორალური მკვლელობები მოუწყვეს.
ამ ამბების მერე თითქოს სრულიად სხვა ადამიანი გავხდი და სრულიად სხვა ღირებულებებით გადავახარისხე ადამიანები", -წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქზე.
ასევე იხილეთ: ფარული ჩანაწერების სქემა: როგორ გეგმავდნენ და იღებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სასტუმროებსა და სახლებში