"მერე ალბათ სასწაულებს დაიჯერებს..." - ერთი სიკეთის ამბავი ფეისბუქიდან

"მერე ალბათ სასწაულებს დაიჯერებს..." - ერთი სიკეთის ამბავი ფეისბუქიდან

ინტერნეტმომხმარებელი ეკა ეკიზაშვილი რამდენიმე საათის წინ თავს გადახდენილ ამბავს წერს ფეისბუქზე და ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ლარი და გაზის ქვითარია ასახული: "თბილისი ცენტრალის ტერიტორიზე ვიპოვე ფული და გაზის ქვითარი. ეხლა მე და ტარიელი ვატარებთ ძებნის ოპერაციას. უნდა ვიპოვოთ და დავუბრუნოთ. თუ ვერ ვიპოვეთ, ვფიქრობ ამ დავალიანებას გადავიხდი. მერე ალბათ სასწაულებს დაიჯერებს, ანგელოზები არსებობენ" - წერს ეკიზაშვილი.

პოსტს ერთ საათში 1000 მოწონება და ასზე მეტი გაზიარება აქვს. კომენტარებში პოსტის ავტორს სთხოვენ ამბის განვითარება შეატყობინოს ფეისბუქ-მეგობრებს. მოგვიანებით,  მპოვნელი წერს, რომ დაკარგული ფულისა და ქვითრის მფლობელს მიაგნო: "მივაგენით ც. დადიანის ქუჩაზე და მეზობლებს გადავეცით. მოკლედ, შევედით რაღაც ძალიან ვიწრო, მინგრეულ და მოუწესრიგებელ ეზოში და რამდენიმე დაბალი ოთახი იდგა. ერთი ოთახი ცალკე შესასვლელით. დიდი ფანჯარა ჩატეხილი. აქ ცხოვრობდა ეს ადამიანი და ძალიან გამიხარდა რომ გაიგებს ფული არ დაკარგა. თვითონ სახლში არ იყო, კარი ღია ჰქონდა. რომ მივა გაუხარდება მოქალაქე ხუხულიძეს" - წერს ფეისბუქელი "გმირი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს