11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად. ახალი პროექტები და ახალი პარტნიორები მომავალში წარმატებას მოგიტანენ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სპექტაკლს ან კინოსეანსს დაესწარით.

კურო

კვირის ყველაზე იღბლიანი დღეა. შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ჩანაფიქრი, იდეა. დაიწყოთ ვარჯიში. მსუბუქი ფლირტი კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

განვითარების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. ზოგიერთი ბიზნესს გააფართოებს, ზოგიც პირველ ნაბიჯს გადადგამს ამ სფეროში. კარგი დღე ელით წერილებთან, დოკუმენტებთან მომუშავე ნიშნებს.

კირჩხიბი

საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ. ისევ დასვენებისა და კოლეგებთან ურთიერთობისკენ გაგირბით გონება. მსუბუქ განწყობაზე ხართ და კონფლიქტს საყვარელ ადამიანთანაც აირიდებთ და გარშემო მყოფებთანაც.

ლომი

აქტიური დღე გელით ყველა სფეროში. საქმეებისა და შეხვედრების მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ კვირის გეგმის ჩამოწერა და მაქსიმალურად ხშირად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანს. სასურველია, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

ქალწული

ორშაბათს მეტი სიყვარული და ყურადღება უნდა გამოავლინოთ დეტალებისადმი. მოერიდეთ კამათს უფროსთან, კოლეგების მიმართ - კრიტიკას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, საღამოს პარკში გაისეირნეთ, აზრები დაალაგეთ.

სასწორი

მსუბუქი დღე გელით. მარტივად მიაგნებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, შეასრულეთ დაკისრებულ მოვალეობას. ცუდი დღეა ვარცხნილობის შესაცვლელად.

მორიელი

აქტიური დღე გელით. თუ ახალი პროექტის განხორციელება გსურთ, არ დააყოვნოთ, წარმატება თქვენ მხარესაა. გულის გადასაშლელად ერთგული მეგობარი შეარჩიეთ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს