ვაშლი კიბოს გაჩენის და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

ვაშლი კიბოს გაჩენის და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, დღეში მხოლოდ ერთი ვაშლის მიღებით ადამიანი 35 პროცენტით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს 15-წლიანი გამოკვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა 70-85 წლის 1 456-მა ქალმა მიიღო.

როგორც გამოცემა ”ტელეგრაფი” იტყობინება, 100 გრამზე მეტი ხილის (ერთი საშუალო ზომის ვაშლი) ყოველდღიური მოხმარება ქალებში საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს იმათთან შედარებით, ვინც წელიწადში მხოლოდ 15 ვაშლს იღებს (დღეში 5 გრამს).

ექიმი ჯონათან ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ ვაშლი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე დიდი ოდენობით უჯრედისის შემცველობის გამო, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, არტერიული წნევისა და კიბოს განვითარების რისკს აქრობენ. ამასთან, ვაშლი მაგნიუმის, კალიუმის და ცე ვიტამინის კარგი საბადოა. ის ეხმარება სისხლძარღვებს მუშაობაში და ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ვაშლს, ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს