გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, 11%-ის აზრით - "ნაციონალური მოძრაობა"

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, 11%-ის აზრით - "ნაციონალური მოძრაობა"

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", ხოლო 11% - "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.

კითხვაზე პასუხი არ იცის 43%-მა, 5% აცხადებს, რომ - არცერთი პარტია, 4% მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" გაიმარჯვებდა, პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5%, აღნიშნულ პასუხში კი მოიაზრებიან პარტიები: "პატრიოტთა ალიანსი", "ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "გირჩი", "საქართველოს გზა" და "ახალი მემარჯვენეები".

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.

წაიკითხეთ: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს "ქართულ ოცნებას" - 15%, " ნაციონალურ მოძრაობას" 13% მისცემდა ხმას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."