ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში

ნაპოლეონის მაგიდა და ირანის შაჰის სავარძელი ლიკანში - რომანოვების სასახლე საქართველოში

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში რუს მეფეებს რამდენიმე საყვარელი ადგილი ჰქონდათ, სადაც დასასვენებელ ადგილებს აწყობდნენ. ერთ-ერთი იყო ლიკანი, სადაც რომანოვებმა სასახლე ააგეს და ეს სასახლე დღესაც უცვლელი სახით არის შემორჩენილი.

შენობა მე-19 საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს, ნიკოლოზს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც.

სასახლეზე, იქ დატრიალებულ სიყვარულის ისტორიაზე, უნიკალურ ნივთებზე ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი გვესაუბრა.

- რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია და ეს ტერიტორია შეუსყიდია გენერალ პიტერსისგან. შემდგომ ამ ტერიტორიაზე პირველი პარკი გაუშენებია. მისივე ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტინ ბენუას დაუგეგმარებია, ხოლო მშენებლობას გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი ხელმძღვანელობდა. ხელოსნებად ძირითადად ბერძენი და იტალიელი ოსტატები მუშაობდნენ.

მთავარი სასახლე ასიმეტრიული ფორმისაა. ინტერიერში მეტად მდიდარი ბიბლიოთეკა და ფრანგული ფერწერული ტილოები იყო. რომანტიკული მიმდინარეობის სასახლე უშუალო გამოძახილი იყო ევროპული და რუსული სასახლეების არქიტექტურული სტილის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზის სასახლე მორთული იყო ანტიკური ღმერთების მარმარილოს ქანდაკებებით, ჩინურ-იაპონური ფაიფურის ვაზებით... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს