შორენა ბეგაშვილის შვილს საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამოწერენ - ახალი ინფორმაცია 14 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

შორენა ბეგაშვილის შვილს საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამოწერენ - ახალი ინფორმაცია 14 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

შორენა ბეგაშვილის შვილს, რომელსაც მარტის ბოლოს ორი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, საავადმყოფოდან სავარაუდოდ ერთ კვირაში გამოწერენ. რა გარანტიებს იძლევიან ექიმები და როგორია 14 წლის ევა ბარბაქაძის ამჟამინდელი მდგომარეობა, ამის შესახებ ინფორმაცია "სარკეს" პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა მიაწოდა:

- ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს, რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა.

- უკვე ცნობილია საავადმყოფოდან როდის გამოწერენ?

- ალბათ, მაქსიმუმი, ერთ კვირაში და სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ.

- საქართველოში გაივლის სარეაბილიტაციო კურსს?

- არ ვიცი, ამას დედამისი გადაწყვეტს, ექიმების რჩევას გაითვალისწინებს. ორი თვე წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ ფეხზე გაივლის.

ტელეწამყვანის არასრულწლოვანი ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძეს პირველი ნეიროქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. პაციენტს მეორე 4-საათიანი ოპერაცია კიდურებზე ჩაუტარდა.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

წაიკითხეთ:

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ახალი ფოტო იაშვილის კლინიკიდან

"ღმერთმა ევა მეორედ მაჩუქა" - შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი ქალიშვილის ინციდენტის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია