ბორჯომელი მამკაცის აწყობილი საფრენი აპარატი და გაფრენის მესამე უშედეგო მცდელობა

ბორჯომელი მამკაცის აწყობილი საფრენი აპარატი და გაფრენის მესამე უშედეგო მცდელობა

ბორჯომში მცხოვრებმა ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა, საკუთარი ხელით აწყობილი საფრენი მოწყობილობა ნატახტარის აეროდრომზე მესამედ გამოსცადა. მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. ბორჯომელი გამომგონებელი ამბობს, რომ აპარატს ძრავმა უმტყუნა.

"მხოლოდ რამდენიმე მეტრზე აფრინდა. იმის გამო, რომ ფრენა ვერ შეძლო, მალევე მიწაზე დავუშვით. აღმოჩნდა, რომ ძრავთან დაკავშირებით რაღაცა დეტალები უნდა გაგვეთვლისწინებინა, პრობლემა შეექმნა საბურავებსაც", - ამბობს საფრენი აპარატის ამწყობი.

პროფესიით ელექტროშემდუღებელმა ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა საფრენი აპარატის აწყობა 19 წლის წინ დაიწყო. მოწყობილობისთვის ბურანისა და "სუზუკის" ნაწილებს იყენებს. საფრენი აპარატის ძრავის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა: "ეს საკმარისია იმისთვის, რომ გაფრინდეს" - აღნიშნავს აპარატის ავტორი.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა