კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ხობის მონასტერს აღადგენენ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ხობის მონასტერს აღადგენენ

ხობის მონასტრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შემდეგ, კულტურის სამინისტრო კომპლექსის აღდგენით სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ "ლაივპრესს" ხობის გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ განუცხადა.

"ბოლო არქეოლოგიურმა გათხრებმა და აქტიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ მონასტრის ისტორია ადრექრისტიანული პერიოდიდან იწყება. აქ ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი. მონასტრის კედელზე აღმოსავლეთის მხრით, იყო ცოტნე დადიანის ერთადერთი ფრესკა საქართველოში, რომელიც ახლა ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი", - ამბობს როზეტა შულაია.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ფოტოგალერეა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა