მუხურის ფუტკარი - ერთერთი გამორჩეული მსოფლიოში

მუხურის ფუტკარი - ერთერთი გამორჩეული მსოფლიოში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა გლეხებს სახლში დამზადებული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ, რადგან მისი ხარისხი ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება.

სწორედ ამიტომ, კოოპერატივმა "მუხურის თაფლი" სოფელში საბჭოთა საქართველოში არსებული ფუტკრის საჯიშე მეურნეობის და თაფლის ლაბორატორიის აღდგენა დაიწყო. მისმა დირექტორმა ბონდო აბაშიძემ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ უნიკალური ფუტკრის გენოფონდი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეფუტკრე ამბობს, რომ შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუხურში მეფუტკრეობის განვითარებით დაინტერესდა და გამოიკვლია 1000 ოჯახი ფუტკარი, საიდანაც ვარგისი მხოლოდ 15 აღმოჩნდა.

"სწორედ ამ 15 ოჯახიდან უნდა გავაშენოთ საჯიშე მეურნეობა, ალპურ ზონაში, მუხურიდან 35 კილომეტრის მოშორებით, მთაზე, მას სახელად "ჸოროფა" ერქმევა, რაც ქართულად "სიყვარულს" ნიშნავს", - ამბობს ბონდო აბაშიძე.

წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა