"მწყდება გული, ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ ვუმღერებ..." - რატომ არ დაუფინანსა კულტურის სამინისტრომ ნუცა შანშიაშვილს კონცერტი

"მწყდება გული, ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ ვუმღერებ..." - რატომ არ დაუფინანსა კულტურის სამინისტრომ ნუცა შანშიაშვილს კონცერტი

მომღერალ ნუცა შანშიაშვილს კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამ კონცერტის დაფინანსებაზე უარი უთქვა. ამის შესახებ შანშიაშვილი "ფეისბუქზე" წერს და ქართველ მსმენელს მიმართვას უგზავნის.

"ვწერ ჩემს საყვარელ ქართველ მსმენელს და მაყურებელს..იმათ ვინც ელოდება ჩემს კონცერტს საქართველოში.....შეტანილი მქონდა განცხადება საქართველოს მერიას და კულტურის სამინისტროში თხოვნით დაეფინანსებინათ ჩემი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი მექნებოდა ერთერთი ჩემი ბროდვეის საკონცერტო პროგრამა ,მსოფლიო უნიკალურ მუსიკოსებთან ერთად. მოკლედ რომ ვთქვა ისეთ გიჟ ზანგებთან ერთად როგორებიც არიან მინგუს ბენდის ჯაზ ვარსკვლავები..ასევე მინდოდა ჩემს კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა ჩემი ვოისის ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერლებს..მემგონი დიდი ბიძგია და წინსვლა ქართველი ახალგაზრდებისთვის ეგეთ მუსიკოსებთან სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მითხრეს დახმარებაზე მერიამ და კულტურის სამინისტრომ.. ფული არ გვყოფნისო. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას და არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ვაკონკრეტებ ფაქტს.. ჩემი კონცერტები იგეგმება ამერიკაში ნოემბრიდან, მწყდება გული, რომ ჩემს საყვარელ ყველაზე საყვარელ ქართველ მაყურებელს ვერ ვუმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს რაღაცა და როდესმე და როგორმე გამოიცვლება უკეთესობისკენ ჩემს საქართველოში ....ხო მინდა შეგახსენოთ, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და პარტიას. მაქვს ჩემი აზრი და ვცემ დიდ პატივს ყველა იმ ქართველს ვისაც შეუძლია ჭეშმარიტად უყვარდეს თავისი ერი და ემსახუროს მას მთელი გულით...ყოველგვარი ქურდობის, ფულის გათეთრების და ვითომ პატრიოტობის გარეშე", - წერს ნუცა შანშიაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს