ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა

ყოფილ მსჯავრდებულს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა

ყოფილ მსჯავრდებულს, 23 წლის შოთა აფშინაშვილს საფეხბურთო კლუბმა "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო.

შოთა აფშინაშვილი სასჯელს N17 დაწესებულებაში 2011 წლიდან იხდიდა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაწესებულებას სოხუმის "ცხუმის" ფეხბურთელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრას საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ვასაძეც ესწრებოდა. შოთა აფშინაშვილი კლუბმა ამ ამხანაგურ მატჩზე აღმოაჩინა.

როგორც კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალგაზრდამ თავი სისწრაფითა და ტექნიკით გამოიჩინა, რის შემდეგაც საფეხბურთო კლუბის "ცხუმის" პრეზიდენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თხოვნით მიმართა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება სთხოვა, რათა აფშილაშვილი საფეხბურთო კლუბის რიგებში ჩაერიცხა და კარიერულ წინსვლაში დახმარებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ შოთა აფშილაშვილი პირობით ვადამდე 1 მარტს გაათავისუფლა.

"დღეს უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასჯელს იხდიდა, ციხის ზღურბლიდან კლუბ "ცხუმში"მოხვდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კლუბს, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და ახალგაზრდის სპორტულ კარიერაში წინსვლას ხელი შეუწყო. ადგილობრივმა საბჭომ მსჯავრდებული ვადამდე გაათავისუფლა იმის გათვალისწინებით, რომ მას საზოგადოებაში დაბრუნების და სპორტული კარიერის წარმატებით გაგრძელების შანსი მისცემოდა. მინდა წარმატება ვუსურვო სპორტულ კარიერაში შოთას," - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა