მცხეთის ახალ ტაძარში მღვდელთმსახურება ქართულ და ოსურ ენაზე შესრულდება

მცხეთის ახალ ტაძარში მღვდელთმსახურება ქართულ და ოსურ ენაზე შესრულდება

მცხეთაში ქართულ-ოსური ეკლესია ანუ მიტევების ტაძარი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნა მიმდინარე წლის 6 მაისს, წმინდანის ხსენების დღეს იგეგმება.

პირველი მღვდელთმსახურება ტაძარში ქართულ და ოსურ ენებზე იქნება. ინფორმაციას სააგენტო "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ქართველი მეცენატი ზვიად ჩიტიშვილია, თანხა მან და ქართველ და ოს მართლმადიდებელთა მრევლმა ერთობლივად შეაგროვეს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა