ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

ლაშქრობის სეზონი იწყება - როგორ მოვემზადოთ სალაშქროდ

უამრავი ადამიანისთვის საქართველოში ლაშქრობა უკვე ცხოვრების წესად იქცა. ზოგისთვის ეს ბუნებასთან ურთიერთობის, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაა, ზოგისთვის კი ლაშქრობა ჯერ კიდევ "უცხო ხილია". "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ხელმძღვანელი ხვთისო ტურძელაძე ALLNEWS.GE-ს ლაშქრობის სპეციფიკაზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეებსა და იმ აუცილებელ წესებზე ესაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველი ლაშქრობისთვის ემზადება.

"ჩვენ არასწორი წარმოდგენები და სტერეოტიპები გვაქვს ლაშქრობასთან დაკავშირებით. ლაშქრობა არ არის აუცილებლად მთაში სიარული. მთაში სიარული ეს არის ალპინიზმი. ლაშქრობა, ანუ "ჰაიკინგი" ამერიკიდან წამოვიდა, შემდეგ ევროპაში გავრცელდა, კი საქართველოში თავისი წესებით დაიმკვიდრა თავი (თუმცა, ადრეც დადიოდნენ, რა თქმა უნდა, სალაშქროდ). ლაშქრობა არის მთამსვლელობის მსგავსი სახეობა, მაგრამ ბევრად მარტივია და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია და ეს არის დიდი პლუსი" - ამბობს ხვთისო ტურძელაძე და ლაშქრობის დაწყების მსურველებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის:

რა უნდა ვიცოდეთ დასაწყისისთვის: "ლაშქრობას აქვს სამი კატეგორიის ბილიკი: მარტივი, საშუალო და რთული. რთულ ბილიკზე, რა თქმა უნდა, გამოუცდელი ადამიანი არ მიჰყავთ. ამისთვის საჭიროა, მინიმუმ სამჯერ გაიაროთ საშუალო სირთულის ბილიკი. რადგან თითოეულ დეტალს მაინც პრაქტიკაში სწავლობთ. ცოტა რთულია თეორიულად ამ ყველაფრის ახსნა. თუ ლაშქრობაში პირველად მიდიხართ, მე პირველ რიგში გირჩევდით, გაყვეთ მოლაშქრეთა რომელიმე კლუბს ან ფედერაციას, სადაც პრაქტიკაში ისწავლით აბსოლუტურად ყველა დეტალს. აუცილებელია გქონდეთ კარგი ეკიპირება, რომლის შეძენაც ერთჯერადად შეიძლება სოლიდური თანხა დაგიჯდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებთ".

ეკიპირება: "ეკიპირებაში აუცილებლად შედის პირველ რიგში, კარგი ზურგჩანთა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი და ტევადი. საქართველოს პირობებში 55-დან 75 - მდე ლიტრაჟობის ჩანთაა მიზანშეწონილი. აუცილებელია კარგი კარავი, რომელიც არ გაატარებს წყალს. კარგი იქნება თუ კარავი ცნობილი ბრენდის ნაწარმი იქნება, იმისთვის, რომ ვენდოთ და არ გვიმტყუნოს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს