დუხაბორებით დასახლებული სოფელი სამცხე-ჯავახეთში

დუხაბორებით დასახლებული სოფელი სამცხე-ჯავახეთში

სოფელი გორელოვკა სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ის რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხობორებმა XIX საუკუნის შუა წლებში დააარსეს.

დასახლებისთანავე მათ ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და სამლოცველო სახლი ააშენეს.

1895 წელს 2000-მდე დუხობორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა და სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს.

2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1069 კაცი. სოფელში სამი საჯარო სკოლა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმია.

დუხობორების რაოდენობა დაახლოებით 200 ოჯახია.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს