2015 წლის 6 გახმაურებული მკვლელობა თელავში

2015 წლის 6 გახმაურებული მკვლელობა თელავში

2015 წლის 10 თვეში, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, თელავში 6 გახმაურებული მკვლელობა მოხდა. მოკლეს ყოფილი და მოქმედი პოლიციელებიც, 30 წლის ახალგაზრდა მოკლა პოლიციელმაც. იმის მიუხედავად, რომ ადამიანების, მათ შორის ბავშვების სასტიკი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხული 3900 რესპოდენტიდან მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ კრიმინალური მდგომარეობა მისთვის და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

თელავის გახმაურებულ მკვლელობები კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შეკრიბა:

2015 წლის 10 მარტს, ქალაქ თელავში, თამარის ქუჩაზე, ახმეტის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი იორამიშვილმა 30 წლის ანდრო ბოჭორიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი და იქვე მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი კი დაჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, როცა იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. მას ძმებთან შელაპარაკება მოუვიდა და სამსახურებრივი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი მიიმალა. გიორგი იორამიშვილს ანდრო ბოჭორიშვილის ვალი ჰქონდა 100 ლარი და მისი გადახდა არ უნდოდა. სროლის შედეგად, გულის არეში მიღებული ჭრილობით ანდრო ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ძმა მძიმედ დაიჭრა, შინგაზრდილაშვილი კი მსუბუქად.

იმავე დღეს მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის წარუდგინეს. მკვლელობის შემდეგ, პროკურატურამ იორამიშვილი, თელავში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, მოქალაქე ვალერი პავლიაშვილის ცემაშიც დაადანაშაულა. პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. გიორგი იორამიშვილს სასამართლომ 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2015 წლის 30 მაისს, ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, კრივში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მინდია წიწაშვილმა 34 წლის ვალერი ვაშალომიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ვაშალომიძეს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

წიწაშვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. წიწაშვილი აცხადებდა, რომ ვაშალომიძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და იარაღი თავდაცვის მიზნით გაისროლა. მისი ადვოკატი ბრალის აუცილებელ მოგერიებად გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. წიწაშვილი ასევე ამბობდა, რომ ჩხუბში მეგობარს ეხმარებოდა და მოკლულს არც იცნობდა. პროკურატურა კი ამტკიცებდა, რომ წიწაშვილმა ვაშალომიძე განზრახ მოკლა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, კიდევ ეძებდა ჩხუბში მონაწილე პირებს მოსაკლავად. თელავის სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა