რას პასუხობს "პროფილი" სტალინის შესახებ მომზადებული გადაცემის კრიტიკოსებს

რას პასუხობს "პროფილი" სტალინის შესახებ მომზადებული გადაცემის კრიტიკოსებს

გადაცემა "პროფილი" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სტალინის შესახებ მომზადებულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს:

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს ადამიანები დავპატიჟეთ სტუდიაში და მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ხალხი არის ის, რომ მათ ჰყავთ მიმდევრები, ადამიანები, რომლებიც სერიოზულად თვლიან, რომ იოსებ ჯუღაშვილი უნდა შეირაცხოს წმინდანად", - აღნიშნულია გადაცემის ავტორთა განცხადებაში.

მაყურებელთა კრიტიკული კომენტარები მოყვა თავად ამ პოსტსაც:

- ''არ გინდათ, ეს ვითომ კეთილშობილება გამოძრავებდეთ მოიყვანთ ამ ადამიანებს და დასცინით. ზოგადად

წამყვანი უზრდელი არ აცდის არავის ლაპარაკს და ჭკუას არიგებს ყველას. განსაკუთრებით თუ საპირისპირო აზრს ამტკიცებს ყველა გადაცემაში ეგრეა ნერვოზი აქვს ამ ქალს''.

- ''მადლი იქნება ერთი სტალინისთანა კაცი გამოჩნდეს და შენ და შენისთანებიდან გაწმინდოს საქართველო, მიმდევარი რა შუაშია. გადაგვარების გზაზე ვდგავართ შენისთანა მომავალი რომ გვყავს!!''.

- ''ეხლა რამდენმა არ იცოდა და უფრო მოემატებათ მიმდევრებიი. ესაა უბედურება. რომ ყავთ ჩვენ რას ვუზამთ. ვცემტ თუ დავარბევთ თუ რა. პსიქიურად დაავადებული ხალხი ყავთ მათ მიმდევრებად''.

- ''კარგით რა, უფრო მნიშვნელოვანი თემები გამოგელიათ? სხვა დიქტატორებზე მარტო ისტორიულ გადაცემებში ლაპარაკობენ. იქნებ უფრო საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებზე და საინტერესო და სამაგალითო ჩვენი დროის ადამიანებზე გააკეთოთ გადაცემები. ან თუნდაც ხელოვანები სპორსმენები ან ნებისმიერი სხვა პროფესიის თუ სფეროს ადამიანები. დიდი ხანია აღარ ვუყურებ ამ გადაცემას ანონსებიც კი საკმარისია ინფორმაციის გასაგებად''.

იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს