"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო

"ახალი ცოცხი"... დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო

გივის ისეთი სიმწარე ანახა პირველმა ცოლმა, რომ ქალის სახლიდან გაშვების შემდეგ, ყველას აუკრძალა მის დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე საუბარი. თავიდან არც დედა აძალებდა: მან კიდევ უფრო მეტი სიმწარე იგემა რძლისგან, რომელიც ლუკმას აყვედრიდა და საერთო სუფრასთან დაჯდომასაც უკრძალავდა, - გაუნათლებელი ხარ და შენი ცქერა ჭამის მადას მიკარგავსო.

რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას (ვერაფრით გაიგო, რა კავშირი ჰქონდა მის განათლებას რძლის მადასთან), მაგრამ ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კარგი დიასახლისი ყოფილიყო და ადრე დაქვრივებულს, ერთადერთი შვილიც სასახელო გაეზარდა: გივიმ ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ისეთი მარიფათი გამოიჩინა, ყველამ რომ დაკარგა სამსახური, მაშინაც კი არ დარჩენილა უმუშევარი: საკუთარი საადვოკატო ფირმა გახსნა და კლიენტიც არასოდეს მოჰკლებია. სახლიც ახალი ააშენა და მანქანაც პირველმა შემოიყვანა რაიონში ისეთი, რომ მის სანახავად შორიდანაც მოდიოდა ხალხი...

ოცდაათი წლის იყო, თვრამეტი წლის გოგო რომ გაურიგეს. კი იეჭვა: ეგ ფულისა და სიმდიდრის გამო უფრო მომყვება, ალბათო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, რადგან შორენა მართლა უნაკლო გოგო იყო. დიდი ქორწილიც გადაიხადა და პარიზშიც ამოგზაურა ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ მაინც ვერ მოიგო მისი გული. შინ დაბრუნდნენ თუ არა, დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: პარიზის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელია ბებერი დედაშენის გვერდით ცხოვრება. ნაცნობები ბლომად გყავს და მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო. არადა, მაშინ შუშანა სამოცი წლის იყო, ასაკი კი მძიმე ახალგაზრდობის გამო ეტყობოდა და ეს გივიზე უკეთ არავინ იცოდა. ცოლს მკაცრად უთხრა: დედას ნამდვილად ვერ შეველევი და ვერ ვაკადრებ სახლიდან გაშვებას! თუ გინდა, შენ დაგაბრუნებ იქ, საიდანაც წამოგიყვანეო...

ისე აელეწა ქალს სიბრაზისგან სახე, რომ შტერიც მიხვდებოდა, როგორ სძულდა ქმარიც და დედამთილიც, მაგრამ რადგან სიტყვით აღარაფერი უთქვამს, გივიმაც დაიხია უკან: მიხვდება, ჩემთან ასეთები რომ არ გაუვაო. მაგრამ ცოტა ხანში ისეთი რამეები დაატრიალა შორენამ, წარმოდგენაც რომ არ შეეძლო კაცს: დედამთილი ხომ დააშინა და ოთახიდან აღარ გამოდიოდა საწყალი ქალი, იმის შიშით: მე არ გავხდე გივის ოჯახის დანგრევის მიზეზიო, მალე სტუმრის მოსვლაც შეაჯავრა, რადგან ყველა მამაკაცს ქმრის თვალწინ ეკეკლუცებოდა. თავის ქმედებაზე კი თავადვე იცინოდა: ჩემი "ბებერი" ქმარი გაგებით ეკიდება ჩემს ბავშვურ სისულელეებსო... მეგობრებმაც ამოიკვეთეს მისი ოჯახიდან ფეხი - არც მათ სურდათ გივის ოჯახური უსიამოვნების მიზეზად ქცეულიყვნენ... საბოლოო წერტილი კი მაინც, ის იყო, როცა ქმრის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი: რა დროს ჩემი ბავშვია, როცა თავადაც ბავშვი ვარ და ახლა მიხარია სიცოცხლეო... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს