მეზობლებმა ერთმანეთი ცემეს - ბრალი პოლიციამ ორ ქალს წაუყენა

მეზობლებმა ერთმანეთი ცემეს - ბრალი პოლიციამ ორ ქალს წაუყენა

გორში მცხოვრებ 50 წლამდე ასაკის 2 ქალბატონს პოლიციამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) ბრალი წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებას, ასევე ჯარიმას. ქალბატონები ერთმანეთის მეზობლები არიან.

პროკურორის განცხადებით, გორში მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ორ მეზობელ ქალს შორის დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეში, თავს დამნაშავედ არცერთი მხარე ცნობს, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანებები ორივე ქალბატონს აქვს მიღებული.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ორივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები, ანუ ნაჭდევები სახეზე აღენიშნებოდათ.

წაიკითხეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა