„დიახ, სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი“ - მაია ასათიანის პასუხი კრიტიკოსებს

„დიახ, სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი“ - მაია ასათიანის პასუხი კრიტიკოსებს

გადაცემა "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი სტალინის შესახებ მომზადებულ გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს.

"1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი-დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა!

დიახ, ხუთშაბათს მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი...

ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკეძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები!

პ.ს. თქვენ იყავით მშვიდად ბატონებო, როცა ნახევრი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებს, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთის მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი ეს ის დროა როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა ვიბრძოლებ!", - წერს მაია "პროფილის" ოფიციალურ გვერდზე.

ასევე იხილეთ: როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს