ნებისმიერი სახის სასიყვარულო ურთიერთობა, კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამოდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ...
ურთიერთობის ტიპი "მე და ჩემი ანტიპოდი"
ვერძი - სასწორი
კურო - მორიელი
ტყუპი - მშვილდოსანი
კირჩხიბი - თხის რქა
ლომი - მერწყული
ქალწული - თევზები
სასწორი - ვერძი
მორიელი -კურო
მშვილდოსანი - ტყუპი
თხის რქა - კირჩხიბი
მერწყული - ლომი
თევზები - ქალწული
ჩვენგან მეშვიდე ნიშანთან ურთიერთობა მრუდე სარკეში ჩვენივე ორეულის ცქერას გავს. მისგან შეგვიძლია ვისწავლოთ ის, რაც თავად ასე გვაკლია ხასიათში. თუმა, მანამ, სანამ ამას გავაცნობიერებთ, შესაძლოა, პარტნიორში ჩვენგან განსხვავებულმა თვისებებმა ხშირად ძალიანაც გაგვაღიზიანოს და პირიქით, მას არ მოეწონოს ბევრი რამ ჩვენში.
როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ოპოზიციურ ნიშანთან კავშირი ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი შეიძლება გახდეს, თუ ჩვენ შევძლებთ კომპრომისისა და ურთიერთგაგების ხარჯზე დავინახოთ ერთმანეთის დადებითი მხარეები. საამისოდ, უმთავრესი ბაზისი არის პარტნიორების მაღალი ინტელექტუალური დონე და სწორი ეთიკურ-მორალური პრინციპები. იმ შემთხვევაში კი,
როცა საქმე გვაქვს შედარებით პრიმიტიულ კავშირთან ან ერთი პარტნიორი მაინც მოიკოჭლებს ინტელექტუალურ-მენტალური განვითარებით, წყვილში ურთიერთჯიბრის, ძალაუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის სურვილი ვლინდება. რაც ხშირად ხდება ხმაურიანი სკანდალების და ხშირად განქორწინების საბაბიც.