1. ION Luxury Adventure Hotel მდებარეობს ისლანდიაში, ქალაქ ტინგველირში. ბეტონსა და მინაში ჩასმული სასტუმროს ფასადი ირლანდიური ზღაპრებისა და ლეგენდების ფანტასტიკურ სიუჟეტს ჰგავს. გეოთერმული ენერგია და ეკოლოგიურად სუფთა მასალები განსაკუთრებით პრაქტიკულია, როცა საუბარია სასტუმროზე 45 ოთახით, რომლის ინტერიერიც აერთიანებს ორგანულ მასალებს, მაღალ ტექნოლოგიებსა და ულამაზეს ხედებს.
2. Jade Mountain Resort სასტუმროა კარიბის ზღვაში, სენტ ლუსიას კუნძულოვან სახელმწიფოში. ეს არის რომანტიკული, უნიკალური დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელსაც ხშირად არქიტექტურულ საოცრებას უწოდებენ. სასტუმროს 29-ვე ოთახიდან ულამაზესი ხედი ჩანს.
3. Yas Viceroy Abu Dhabi მდებარეობს გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, აბუ დაბიში. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი სასტუმრო, რომელიც „ფორმულა-1“-ის ტრეკზეა აშენებული. სასტუმრო მდებარეობს ცნობილ კუნძულ Yas Island-ზე და შეიცავს სპა-სალონს, 11 რესტორანსა და ბარს, ასევე ორ ღამის კლუბს..
4. The Joule, A Luxury Collection Hotel მდებარეობს აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში. სასტუმრო განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა. დიზაინი შედგება სიძველისა და თანამედროების ელემენტებისგან. გარდა ამისა, სასტუმროში განთავსებულია ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექცია.
5. Anatolian Houses მდებარეობს თურქეთში, კაპადოკიაში. სასტუმროს 33 ოთახი განთავსებულია გამოქვაბულებში.
დიზაინი გამოირჩევა ისტორიული ატმოსფეროთი, თუმცა სასტუმროში ყველანაირი კომფორტია შექმნილი, მათ შორის რომაული სპა და ღვინის შადრევანი.
6. The Naka Phuket მდებარეობს ტაილანდში, ქალაქ ფჰუკეტში. ეს ელიტური კურორტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ მდებარეობს 94 ვილა მინის კედლებით და საკუთარი აუზებით. სასტუმროში მოქმედებს რესტორანი, ორი ბარი, სპა-სალონი და საბავშვო კლუბი.
გაგრძელება+ფოტოგალერეა