გურჯაანში ღვინის კასრებისგან ავეჯის წარმოება დაიწყეს

გურჯაანში ღვინის კასრებისგან ავეჯის წარმოება დაიწყეს

გურჯაანში არსებულ ღვინის კასრების საწარმოში კასრებისგან ავეჯის დამზადება დაიწყეს. საწარმოში სხვადასხვა დიზაინის სავარძლებს, მაგიდებს, სასმელის შესანახ ბარებს, სკამებსა და დეკორატიულ ნივთებს ძველი კასრებისგან ამზადებენ. სუვენირებისა და ავეჯის ფასი ზომისა და დიზაინის მიხედვით 10-დან 450 ლარამდე მერყეობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სს "პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები"-ს ხარისხის კონტროლის მენეჯერმა თორნიკე ჩუნთიშვილმა განუცხადა, ღვინის კასრების საწარმოში დამზადებულ ავეჯი გერმანიაში ექსპორტზე გააქვთ.

"კასრებისგან ავეჯის ხაზის დამზადების იდეა ცოტა ხნის წინ გაგვიჩნდა. ბიზნესის გასაფართოვებლად მთელი საქართველო შემოვიარეთ და ღვინის ქარხნებიდან შევიძინეთ ძველი, გამოუყენებელი ღვინის კასრები, რომლებსაც სპეციალისტები ამუშავებენ და სხვადასხვა დიზაინის ავეჯსა და სუვენირებს აკეთებენ. ავეჯს ვამზადებთ როგორც ჩვენი დიზაინით, ასევე დამკვეთების სურვილით. ჩვენს ახალ წამოწყებას დიდი დაინტერესება მოჰყვა. ავეჯი უკვე გავიტანეთ ექსპორტზე გერმანიაში. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თურქეთსა და საფრანგეთში",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თორნიკე ჩუნთიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა