ორი გეი პინგვინი სხვა ზოოპარკში გადაიყვანეს, რათა ერთად ყოფნა შესძლებოდათ

ორი გეი პინგვინი სხვა ზოოპარკში გადაიყვანეს, რათა ერთად ყოფნა შესძლებოდათ

ორი გეი სამეფო პინგვინი ბერლინის ზოოპარკიდან ჰამბურგის ჰაგენბეკის ზოოპარკში გადაიყვანეს, რათა ერთად ყოფნა შესძლებოდათ. სტენი და ოლი ევროპული კონვერსაციის პროგრამაში მოხვდნენ ბერლინის ზოოპარკში, მაგრამ მომვლელებმა მალე შეამჩნიეს, რომ ფრინველები გეები იყვნენ.

“ისინი გეები არიან. არასოდეს შეწყვილებულან საპირისპირო სქესთან. მხოლოდ ერთმანეთთან წყვილდებიან”, - აცხადებს ბერლინის ზოოპარკის წარმომადგენელი კრისტიან რეისი.

სტენიო და ოლი, რომელთაც სახელს გადაარქმევენ და კალი და გრობი გახდებიან, შეუერთდებიან ხუანს და კარლოსს, მეორე ჰომოსექსუალ წყვილ პინგვინს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ჰამბურგის ზოოპარკში.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს