"შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა" - შავი ზღვის ბინადართ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ?

"შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვაა" - შავი ზღვის ბინადართ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ?

"პონტოს ევქსინოს" ანუ სტუმართმოყვარე ზღვა - ასე უწოდებდნენ შავ ზღვას ბერძენი მოგზაურები.

"დღეს შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ზღვად მიიჩნევა, მისი მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში მკვეთრად გაუარესდა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტ­იტუტის პროფესორი ნათია კოპალიანი,­ რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ.

- შავი ზღვა ბევრი რამით არის გამ­ო­რჩეული. ჯერ ერთი, ეს მსოფლიო ოკეან­ისგან ყველაზე იზოლირებული ზღვაა,­ თანაც ახალი ეკოსისტემაა. ბოლო ათასწლეულების განმავლობაში 12-ჯერ შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას, ბოლო შეერთება 7-9 ათასი წლის წინ მოხდა.

შავი ზღვის ეკოსისტემა განსაკუთ­რებით მოწყვლადია, აქ როგორც ბუნებ­რივად არსებული, ისე ხელოვნურად შექმნილი ბევრი პრობლემაა.

შავ ზღვაში მცხოვრებ სახეობებს რთულ ბუნებრივ პირობებში უწევთ არსებობა, რადგან ჟანგბადით მდიდარი ზღვის მხოლოდ 10-13%-ია: წყლის ზედა ნაწილი ჟანგბადით ჰაერიდან მარაგდება, 150-180 მეტ­რის ქვემოთ წყალი გოგირდწყალბადით­ არის გაჯერებული. გამოდის, შავი ზღვის 87-90% ჟანგბადს მოკლებული სივრცეა. ბოლო კვლევებით, გოგირდწყალბადმა­ ზემოთ ამოიწია და სასიცოცხლო არე კიდევ­ უფრო შემცირდა.

- თუ არის საშიშროება, რომ გოგირ­დ­წყალბადის დონემ კიდევ მოიმატოს?

- ეს დამოკიდებულია სეზონზე, დაბ­ინძურებასა და სხვა მრავალ ფაქტორზე. გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ბაქტერიების გარდა, შავ ზღვაში ანაერობული ბაქტერიებიც გვხვდება, რომლებიც მეთანს წარმოშობენ. რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ ზღვაში სასიცოცხლო სივრცე კიდევ შემცირდეს, ამიტომ დიდი მოფრთხილება სჭირდება.

- რამდენად დაბინძურებულია წყალი შავ ზღვაში?

- ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ სანაპირო ზოლთან არ გვაქვს დიდი ქარხნები, რომელთა ნარჩენების ჩადინება განსაკუთრებით აზიანებს წყლის ხარისხს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს