კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს

კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე, მოლაშქრე-ექსტრემალმა თეიმურაზ ზაზიევმა უძველეს სამარხებს მიაკვლია.  როგორც knews.ge-ს ზაზიევმა განუცხადა, ივრის ზეგანზე უძველესი ცივილიზაციის არსებობაზე ინფორმაცია ადრეც ჰქონდა, თუმცა ყუთის ტიპის სამარხების შესახებ შემთხვევით შეიტყო და ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, სამარხები VI-VIII საუკუნეებს განეკუთვნება და გაძარცვულია. ზაზიევის აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უძველესი ნაქალაქარიც არსებობდეს.

"ამ ტიპის სამარხები საქართველოში სხვაგანაც გვხვდება და როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩრდილოთ კავკასიაშიც არის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ აქამდე უცნობი ქვა-ყუთების სტილის სამარხები, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეების ეპოქას. მაგრამ ამის დასადგენად დეტალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში თუ ვარაუდი დადასტურდება, ეს აღმოჩენა იქნება ახალი ფურცელი ამ რეგიონის ისტორიაში, რადგან აქამდე მაგ ტერიტორიაზე გვხდებოდა უფრო ადრეული ეპოქების ყურღანები და ადრეული ადამიანის კვალი, ბრინჯაოს ხანა და უფრო ძველიც. საინტერესო ის არის რომ კლიმატური ცვლილებების გამო შუა საუკუნეებში ეს ტერიტორიები ცარიელდება და არ არის ნაპოვნი არც ერთი არტეფაქტი, არც დასახლება და აქამდე არც სამარხები არ იყო ცნობილი. ჩემი აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩენები იყოს. აქ მახლობლად აუცილებლად უნდა იყოს ამავე პერიოდის აქამდე უცნობი ნაქალაქარი. სამარხები, სავარაუდოდ, ახალი გაძარცვულია. იქიდან წაღებულია ქვეყნისათვის ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ ზაზიევმა.

წაიკითხეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა