"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

"შალვამ ურჩია?" - რომელი ქართველი პოლიტიკოსი ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენს ივანიშვილზე სკანდალური განცხადების გაკეთებამდე

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში "რესპუბლიკელი" კონგრესმენი სტივ რასელი 21 აპრილს სკანდალური განცხადებით წარსდგა. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალ არჩევნებსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩართულობის მცდელობაზე ისაუბრა. ამასთან, მან მიმართა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, "გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო".

ნახეთ კონგრესმენის სკანდალური გამოსვლა

ამერიკელი კონგრესმენის გამოსვლას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. "გილოცავთ მეგობრებო, აშშ-ის სახელმწიფო კონგრესში დღეს კონგრესმენმა რასელმა წამოაყენა საკითხი ივანიშვილის ანგარიშების გაყინვის თაობაზე! სწორედ ამ თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი ბოლო შეხვედრაზე", - წერს პირად გვერდზე ქართველი ლეიბორისტი.

როგორც მისივე სოციალური ქსელიდან ვარკვევთ, ნათელაშვილი ოკლაჰომას შტატის კონგრესმენს, რესპუბლიკელ სტივ რასელს ამერიკაში თებერვლის თვეში ვიზიტის დროს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო "ლეიბორისტების" ლიდერის ფეისბუქის გვერდზე 26 თებერვალს არის განთავსებული.

"თბილისის ფორუმზე" ამ საკითხთან დაკავშირებით გახსნილ თემას ათობით კომენტარი აქვს. მომხმარებლები ხუმრობენ, რომ "რესპუბლიკელი" კონგრესმენის გამოსვლა "შალვამ გააჩალიჩა".

"შალვამ ურჩია?"; "ხო შეხვედრა ქონია მაგ კონგრესმენთან და ეტყობა მაგრად დაამუშავა"; "ისე აშშ-ს ვინ კითხავს საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქის ანგარიშების გაყინვას? პუტინისთვის გაეყინათ ანგარიშები. ვერა, არა? ეს რასელი ვინ ნათელაშვილი ჰყავთ ემერიკოსებს";

"მიდი შალიკო მიაწექ"; "შალვამ დატროლა რასელი სადაა სამართალი?????? პატარა ტროლუკა სპლიყვი უნდა იჯდეს და ამხელა ჯაბახანა ტროლი ნათელაშვილი გარეთ უნდა დატასაობდეს? მასტი წლებია ტროლაობს" - წერენ ფორუმელები.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"