ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია TCR International-ის მეორე ეტაპისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონი ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში იღებს მონაწილეობას. შსს სპორტული კლუბის, MIA Force-ის წევრი უკვე პორტუგალიაშია - მეორე ეტაპი 23-24 აპრილს, ეშტორილის შესანიშნავ ტრეკზე გაიმართება. ეს უკანასკნელი აღიარებულია, როგორც პორტუგალიის ყველაზე ცნობილი ტრეკი, რომელიც 1970 წელს აშენდა და 1984-1996 წლებში ფრომულა 1-ის გრანპრის მასპინძლობდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ TCR International-ზე ასპარეზობს იტალიელი ავტომრბოლი ქალი - მიკელა ჩერუტიც. მან "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებული "სელფი" წარწერით: "ჩვენი მეგობარი მონიკა ეშტორილში ჩვენი რბოლის სანახავად ჩამოვიდა!" წაიკითხეთ ვრცლად