რომელ ოთახში მოვათავსოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში

რომელ ოთახში მოვათავსოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში

ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძინოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- როგორ უნდა აღვნიშნოთ ბზობა?

- ტაძარში შევხვდეთ ბზობას, ეს იქნება ყველაზე მართებული დახვედრა ამ დღისა. სპეციალური ლოცვა იკითხება და ამით ჩვენს რწმენასა და მადლიერებას გამოვხატავთ. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ გამოიწვია ქრისტეს განდიდება, იერუსალიმში დიდებით მიღება, თუმცა ამავე დროს აღსრულდა წინასწარმეტყველება. სასწაულის ხილვამ აღაფრთოვანა ისრაელიანნი, მაგრამ მალევე გადაავიწყდათ. ბზობა ტოტების "განდიდებით" არ უნდა აღინიშნებოდეს. ვისთვისაც დაიფინა და გამოჩნდა ქვეყნად ის უნდა გვყავდეს გულში. სულიწმიდის მადლით მოვრწყათ ჩვენი სული, ბზამ რომ "იჯეჯილოს".

- ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?

- ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.

- თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?

- ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.

- ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს ეს არ არის მისაღები? განაგრძეთ კითხვა

"ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 305 პირი გამოიკვეთა, 1600 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და 13 პირის მდგომარეობა საყურადღებოა"

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს