ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები NASA-ში!

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები NASA-ში!

ოთხი ახალგაზრდა ქართველი გამომგონებელი, რომლებმაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში - Millennium Innovations Award-ში გაიმარჯვეს, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრნენ.

გუნდი "სოლარის" წევრები - გიორგი ნიორაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე ჟიურის წინაშე ინოვაციური პროექტით წარსდგნენ. ბიჭები მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდას, ახლა უკვე საერთაშორისო სამიტზე გამოცდიან.

ოთხთვიანმა თავდაუზოგავმა შრომამ და გუნდის თითოეული წევრის მონდომებამ შედეგი გამოიღო და ბიჭების იდეამ, მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ჟიურის მოწონება დაიმსახურა. პროექტზე მუშაობისას ბიჭებს ბევრი წარუმატებელი ექსპერიმენტი და სირთულე შეხვდათ. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუა, რომელიც ბიჭებს თეორიულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.

"ბევრი ბავშვისთვისაა საოცნებო NASA-ში მოხვედრა, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ეძლევა ამის შანსი. მიხარია, რომ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, მე ეს შევძელი", - გვითხრა გიორგი მარგიანმა ინტერვიუში.

ასევე წაიკითხეთ: გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია