დღის ფოტო: მთვარე სამების თავზე - ასტროფოტოგრაფის უნიკალური კადრი

დღის ფოტო: მთვარე სამების თავზე - ასტროფოტოგრაფის უნიკალური კადრი

ლევან ვერძეული მოყვარული ასტროფოტოგრაფია. ულამაზესი კადრი, რომლის გადასაღებად ფოტოგრაფს სერიოზული მომზადება დასჭირდა, სამების ფონზე მთვარის ამოსვლას ასახავს. ლევანი გადაღების პროცესს და ფოტოს შთაგონებას თავის ბლოგში ასე აღწერს:

"ამ სურათის შთაგონების წყარო ჩემთვის ძალიან მაგარი ბლოგერი და ფოტოგრაფი ნასიმ მანსუროვი გახდა, რომელმაც გამოაქვეყნა სურათი "მთვარის ამოსვლა ლურჯი მეჩეთის თავზე" და მაშინვე გამიჩნდა სურვილი მეც გადამეღო მსგავსი ფოტო თბილისის რომელიმე "სავიზიტო ბარათის" ფონზე. ლურჯი მეჩეთის დარი ნაგებობა კი სამების საკათედრო ტაძარი მივიჩნიე და გადაღების დაგეგმვა დავიწყე... მთვარის ამოსვლამდე 10 წუთით ადრე მივედი გადაღების ადგილას. ავაწყე აპარატი და სასურველი ექსპოზიციის და კომპოზიციის მისაღებად რამდენიმე სატესტო კადრი გადავიღე. ასეთი სურათი აქამდე არ გადამიღია, ამიტომ ცოტა ვღელავდი, რომ რამე არ შემშლოდა, რადგან გადასაღებად 15 წუთიანი ფანჯარა მქონდა და არასწორი გათვლის შემთხვევაში ვეღარ ვასწრებდი ალტერნატიული ადგილის მოძებნას და გადაღებას. მთვარემ თავი რომ ზუსტად იქ წამოყო, სადაც მინდოდა, მაგრად მომეშვა..."

განაგრძეთ კითხვა ბლოგზე

Thrilling: Moon rising over Sameba Cathedral

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს