კომპანია "მეტრო+"-ის ავტობუსმა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი ხმაურის ფონზე განახორციელა. დილის შვიდი საათიდან კომპანიის ოფისთან საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და რეისების განახლება გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული კომპანია სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს, რადგანაც ავტოსადგური გზისპირიდან სამ მეტრში მდებარეობს.