8 საუკეთესო საუზმე მოხდენილი გარეგნობისთვის

8 საუკეთესო საუზმე მოხდენილი გარეგნობისთვის

სწორი საუზმე წარმატებული დღის საწინდარია - სწორედ ის არის პასუხისმგებელი თქვენს შრომისუნარიანობაზე, კარგ განწყობასა და მოხდენილ გარეგნობაზე.

შემოგთავაზებთ 8 საუკეთესო საუზმეს, მათი დახმარებით ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და მოხდენილ გარეგნობასაც.

მაშ ასე, სწორი საუზმეა:

შვრიის ფაფა

შვრიის ფაფა დიდი ხანია დილის რაციონის კლასიკურ საფუძვლად იქცა. ის მდიდარია უჯრედისით, რომელიც დიდი ხნით უნარჩუნებს ორგანიზმს ნაყროვანების გრძნობას. გარდა ამისა, შვრიის ფაფა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს - ომეგა-3-ს, კალიუმსა და ფოლიუმის მჟავას.

გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ შვრიის ფაფისგან მაქსიმალური სიკეთე მიიღოთ, უარი უნდა თქვათ სწრაფი მომზადების ფაფებზე, მით უმეტეს, სხვადასხვა გემრიელი დანამატებით. მათში თითქმის არ არის სასარგებლო ნივთიერებები, თანაც ბევრ შაქარსა და არომატიზატორებს შეიცავენ.

იდეალურია შვრიის ფაფა, რომელიც 20-30 წუთის განმავლობაში იხარშება.

კვერცხი

ომლეტი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი აუცილებელი ამინომჟავებითა და Д და В12 ვიტამინებით მოგამარაგებთ. ნუ შეგეშინდებათ ქოლესტერინის! თუ თქვენ რაიმე ქრონიკული დაავადება და სერიოზული დარღვევები არ გაქვთ, დღეში 2-3 კვერცხი ვერაფერს დაგაკლებთ.

ხაჭო

სულ რაღაც 200 გრამი ხაჭო საკმარისი ენერგიით მოგამარაგებთ იმისათვის, რომ სადილამდე მხნედ და დანაყრებულად იგრძნოთ თავი. შეგიძლიათ ხაჭოს თაფლი ან ხილის ფაფა მოასხათ. იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს