მეცნიერებმა ეგვიპტის პირამიდაში დროის მანქანა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ეგვიპტის პირამიდაში დროის მანქანა აღმოაჩინეს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეგვიპტის ერთ-ერთ პირამიდაში უცნაური ლაბირინთი არსებობს. ეს ლაბირინთი ძველმა ცივილიზაციებმა დაგვიტოვეს და მისი ფუნქცია დროში მოგზაურობაა. საუბარია არა კონსტრუქციაზე, არამედ ენერგეტიკულ პორტალზე, ხვრელზე პარალელურ სამყაროებს შორის.

2016 წლის ნოემბერში ეგვიპტეში გლობალური სამეცნიერო პროექტი ამოქმედდება. ექსპერტები იაპონიიდან, ამერიკიდან და ევროპიდან პირამიდების სკანირებას მოახდენენ. კვლევა გამოააშკარავებს პირამიდის ქვეშ დამალულ სივრცეს და გაარკვევს, რამდენად ღრმაა საიდუმლო ოთახები.

სენსაციური აღმოჩენა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში საბჭოთა მეცნიერმა ნიკოლაი კოზირევმა გააკეთა. აღმოჩნდა, რომ წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს. პარალელურ სამყაროებთან საზღვრები შეიძლება გადაილახოს. ამ ჰიპოთეზას მრავალი სერიოზული მტკიცებულება გააჩნია.

ეგვიპტეში კარნაკის გამოქვაბულის კომპლექსის გათხრებისას უცნაური კარი აღმოაჩინეს, რომელიც 3 500 წლით თარიღდება. კარზე არსებული წარწერების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ კარი სხვა განზომილებაში გადასასვლელად გამოიყენებოდა.

ბოლივიის ტერიტორიაზე განლაგებულია მზის კარიბჭე. თავად ინდიელები მას პარალელური სამყაროს კარიბჭედ მოიხსენიებენ. ვინ ააგო ეს კარიბჭე, მეცნიერებმა დღემდე არ იციან. კიდევ ერთი მსოფლიო ამოცანა პერუში მდებარე ღმერთების კარიბჭეა - კლდეში გამოკვეთილი გიგანტური კარი. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ამ კარიდან საიქიოში მიემგზავრებოდნენ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს