"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

23 აპრილს, ღამით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში მამაკაცი დანით დაჭრეს. ერთმანეთს ახალციხის სოფლებში მცხოვრები ქართველები და ეთნიკური სომხები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი იმ ადგილზე მოხდა, სადაც სოფლებში: აბათხევში, წინუბანსა და ჯულღაში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს გენოციდის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ დღეს საბურავები უნდა დაეწვათ. ადგილზე მისულ სომეხ მოქალაქეებს იქ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველები დახვდნენ, ვალეში მცხოვრებლები ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შეხლა-შემოხლის დროს ვალეში მცხოვრები მამაკაცი დაჭრეს.

"მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ამჟამად სრულიად ჯანმრთელია და საავადმყოფოდან დღეს გაეწერება", - ამბობენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, იმ ღამესვე დაიწყო. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ფაქტის შემსწრე პირები დასაკითხად წაიყვანა.

"მეძინა, პოლიცია დამადგა თავზე, დაბლა ჩამოდიო. ვიფიქრე რაღაცას მკითხავენ და უკან ამოვალ-მეთქი. ცოლის ჩუსტებით გავედი, მაგრამ მანქანაში ჩამსვეს და დაკითხვაზე წამიყვანეს", - ამბობს სოფელ აბათხევში მცხოვრები ეროვნებით სომეხი 40 წლამდე ასაკის პ.მ., რომლის თქმითაც პოლიცია მამაკაცის დაჭრას მის ძმას აბრალებს.

სოფელ აბათხევში, ჯულღასა და წინუბანში მცხოვრები მამაკაცები ამბობენ, რომ სამართალდამცავები ყველა იმ პირისგან, ვინც დაკითხეს, ითხოვდნენ ეღიარებინათ, რომ მამაკაცი სწორედ პ.მ-ს ძმამ, ს.მ-მ დაჭრა.

"მესამე სართულზე ამიყვანეს, ხელმარჯვნივ ოთახში, იქ ხუთამდე პოლიციელი იყო, სამოქალაქო ფორმა ეცვათ. სახეზე ხელი დამარტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. თქვი, ვინ დაჭრაო. ვერ ვლაპარაკობდი, წყალი მოვითხოვე, ჭიქით მოიტანეს, მაგრამ თავზე დამასხეს, "პოლზე" რაც დაიქცა, მითხრეს ზედ დაჯექიო, შემეშინდა და დავჯექი", - ამბობს პ.მ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა