"მაგინა ქალმა და ამას როგორ მოვუთმენდი, ავდექი და მეც ვაგინე" - თანასოფლელი ქალის შეურცხყოფისთვის დაკავებულ მამაკაცს გაფრთხილება მისცეს

"მაგინა ქალმა და ამას როგორ მოვუთმენდი, ავდექი და მეც ვაგინე" - თანასოფლელი ქალის შეურცხყოფისთვის დაკავებულ მამაკაცს გაფრთხილება მისცეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრები 50 წლის მამაკაცი ქალის გინების გამო დააკავეს. მოსამართლე ნინო შარაძემ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პიროვნებას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, რომ მსგავს სიტუაციაში მომავალში ნერვები და გრძნობები მოთოკოს.

საქმე ის არის, რომ ის ქალბატონი, რომლის გინების გამო პოლიციამ პიროვნება დააკავა, გზაზე მანქანით მიდიოდა. შეამჩნია, რომ გზის სავალ ნაწილზე თანასოფლელის მანქანა არასწორად იდგა და მეორე მანქანის მძღოლის მოძებნა დაიწყო.

"ოჯახში ვიყავი ნასვამი, ამ დროს მეძახის ქალბატონი, მანქანა ვისია, გადააყენეთო, გავიხედე, ჩემი მანქანა იდგა, ქალბატონი კი ჩემი თანასოფლელი აღმოჩნდა. გამიკვირდა, მანქანის გადაყენებას რატომ მთხოვდა. იქ, სადაც გავლა უნდოდა, ნანა კი არა, კიდევ ხუთი კაცი გაეტეოდა მანქანებით. ნასვამი ვიყავი, მანქანა არ გადავაყენე და, სწორედ, ამ მიზეზით არ დავჯექი საჭესთან. მერე შემოვიდა ოჯახში და გამლანძღა, მარტო ლანძღვაც არ იკმარა, მაგინა ქალმა და ამას როგორ მოვუთმენდი, ავდექი და მეც ვაგინე, რაზეც ახლა თქვენს წინაშე ბოდიშს ვიხდი, ბატონო მოსამართლევ", - მიმართა მოსამართლე ნინო შარაძეს მამაკაცმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა