მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლაზე

 მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლაზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადება პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"მიმაჩნია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.

ივანიშვილი დარწმუნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს.

ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლიანად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო| რას უმხელს ხალხს "ნაციონალებიდან" წასული ვაშაძე - ყველაფერი, რასაც პარტიაში ყოფნისას არ ამბობდა...

ასევე წაიკითხეთ:

"ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა" - რას წერენ ნადირაშვილი და წიკლაური "ნაციონალებიდან" წასულ ვაშაძეზე

ვაშაძე - "ნაცმოძრაობაში" კაბინეტურ მმართველობას აქვს სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."