"ორი ქალღმერთი" - ანუკი არეშიძე მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"ორი ქალღმერთი" - ანუკი არეშიძე მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე ევროპაში მოგზაურობს. ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე მილანში და მიუნჰენში გადაღებულ ახალ-ახალ ფოტოებს ამზეურებს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე. ერთ-ერთ ფოტოზე ანუკი მსოფლიო სექს-სიმბოლოსთან მონიკა ბელუჩისთან და ადრიანო ჩელენტანოს ქალიშვილ, მსახიობ როზალინდა ჩელენტანოსთან ერთად არის ასახული. "ერთადერთი და განუმეორებელი მონიკა" - აკომენტარებს ფოტოს ქართველი დიზაინერი.

ფოტოს სოციალურ ქსელში ანუკის მეგობრებისა და მისი გვერდის ხელმომწერების ათობით კომენტარი მოჰყვა: "ორი ქალღმერთი"; "არაჩვეულებრივად გამოიყურებით"; "მსოფლიოს ორი საუკეთესო ქალბატონი"; "ანუკი, ჩემი ოცნება აისრულეთ!" - წერენ ფოტოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს