რა უბიძგებთ ზოდიაქოს ნიშნებს დაშორებისკენ

რა უბიძგებთ ზოდიაქოს ნიშნებს დაშორებისკენ

ალბათ დამეთანხმებით, რომ წყვილებს შორის დაშორების მიზეზი ხშირად აბსოლუტურად სხვადასხვაა, თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ამა თუ იმ ადამიანს სხვადასხვა ფაქტორი უბიძგებს შეწყვიტოს ურთიერთობები.

ვერძს ლიდერობაში არ უნდა შეეცილოთ. თუკი მას რაიმეს იძულებით გაკეთებას აიძულებთ, აუცილებლად დაგშორდებათ.

კუროს სტაბილურობის შეგრძნება უნდა შეუქმნათ. თუკი არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ, ის თქვენთან დიდხანს არ გაჩერდება.

ტყუპისთვის საინტერესო და მრავალმხრივი უნდა იყოთ მუდამ. მოწყენილობა თუ იგრძნო ურთიერთობაში აუცილებლად შეეცდება თქვენგან თავის დაღწევას.

კირჩხიბთან ტონი შეარჩიეთ. უხეში მიმართვ ის და თუნდაც ხუმრობით დაცინვის გამო ის აუცილებლად გაწყვეტს თქვენთან კავშირს.

ლომის მიმართ აღტაცება გამოამჟღავნეთ მუდამ. თუკი მის უპირატესობას არასოდეს აღიარებთ იგი სხვაგან დაიწყებს აპლოდისმენტების ძიებას.

ქალწულთან მოწესრიგებული უნდა გქონდეთ როგორც ცხოვრება ისე ემოციები. თუკი თქვენი მხრიდან ქაოსს იგრძნობს აუცილებლად დაგშორდებათ.

სასწორთან მეტი სითბო გამოხატეთ ემოციურად. ხშირად მოეფერეთ და ჩაეხუტეთ, თუნდაც სახალხოდ. ემოციები თუ შემოაკლდა, აუცილებლად მიგატოვებთ სამომავლოდ.

მორიელთან სექსუალური ვნება და ცეცხლი დაგაკავშირებთ ყველაზე კარგად. თუკი თქვენ შორის კარგი სექსი აღარ არის, იცოდეთ, მალე დასრულდება რომანი.

მშვილდოსანთან უთანხმოება მისთვის თქვენგან ჭკუის სწავლების სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს. მხოლოდ მას აქვს უფლება გიკითხოთ ნოტაციები... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს