იტალიური სოფელი, სადაც განსხვავებული ინტერნეტია

იტალიური სოფელი, სადაც განსხვავებული ინტერნეტია

სივიტაკამპომარანო - პატარა სოფელია სამხრეთიტალიურ პროვინცია კამპობასოში. სოფელში სულ 400 ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად, მოხუცები. ხალხური ტრადიციებით მდიდარ ამ სოფელში თითქმის არავინ იცის ინტერნეტის არსებობის შესახებ.

ამ სოფელში ცოტა ხნის წინ ამოქმედდა პროექტი WEB 0.0. პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის ვირტუალური ფუნქციები და სერვისები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ამ "უინტერნეტო" სოფელშიც არსებობს, თუმცა, განსხვავებული სახით.

ასე მაგალითად, "ვიკიპედია" არის ისტორიების მთხრობელი ადამიანი, "ფეისბუქი" არის განცხადებების დაფა, "იბეი" - მაღაზია, "ვიტრანსფერი" კი ავეჯის გადაზიდვის სერვისი.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს