"დაკავებისას ლევან როსტოშვილი ”კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - პროკურორი

"დაკავებისას ლევან როსტოშვილი ”კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - პროკურორი

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებისას ლევან როსტოშვილი ”კოკაინის” ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ საქმის პროკურორმა დღეს საქალაქო სასაართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, სადაც ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.

პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ეს გარემოება დაასახელა.

საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

იხილეთ ასევე: პირველი კადრები ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის სასამართლო პროცესიდან - დაკავებულთა განაჩენი ცნობილია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ