სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია

სულხან წულაძე, რომელიც "ფორუმზე" ამერიკის ელჩზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს, თავისუფალია

სულხან წულაძე, მეტსახელად "სპლიყვი" სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ძმამ გიორგი წულაძემ განუცხადა, სასამართლომ მიიღო სულხან წულაძის ადვოკატების შუამდგომლობა აღმკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე, რასაც სახელმწიფო ბრალმდებელი არ შეწინააღმდგებია. სასამართლომ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გიორგი წულაძემ გათავისუფლებული ძმის ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა.

გიორგი წულაძის თქმით, ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართეს, რაც ახალი გარემოება, ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტიზამ შეამოწმა სულხან წულაძის სატელეფონო და კომპიუტერული ჩანაწერები და დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.

სულხან წულაძის 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოც ადასტურებს.

"თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომხმარებელი სულხან წულაძე ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის სულხან წულაძე, ვისაც აშშ-ს ელჩზე შესაძლო თავდასხმაზე ხუმრობისთვის სამუდამო პატიმრობაც კი ემუქრება?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ