"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება

"მესმის ახალგაზრდა კაცის ხმა - ადექი, წადი"- სასწაულები, რომელზეც ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი გვიყვება

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხვედელიძე საკუთარი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდის შესახებ, რომლებსაც სასწაულად მიიჩნევს.

პირველი სიტყვები

- დაახლოებით წლინახევრისა ვიყავი, როცა წითელა-ბატონები შემხვდა. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა ერთხელ მამა, სახლში საკმაოდ ნასვამი მოვიდა. ალბათ, ბატონები განრისხდნენ და ორი კვირის მანძილზე ისე ცუდად ვიყავი და იმხელა სიცხე მქონდა, თვალი არ გამიხელია. ექიმების თვალყური და სოფლის მოხუცი ქალბატონების ლოცვები არ მომკლებია, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული მამა, არავისთვის რომ არაფერი უთქვამს, ბოსელში ისე შევიდა. კისერზე ურემში შესაბმელი ხარების უღელი დაიდგა, დაიჩოქა და სახლს გარშემო სამჯერ შემოუარა. ღმერთს სთხოვდა, რომ მისთვის მიეტევებინა. მესამე შემოვლის შემდეგ, როცა მამა კარში გამოჩნდა, თვალი გავახილე. ეს პირველი საწაული იყო. გამოვკეთდი, მაგრამ დავმუნჯდი. ასე გაგრძელდა თითქმის ორი წელი. დავრბოდი, ვთამაშობდი, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. თუ მაგალითად, წყალი მინდოდა, ჩაფთან მივიდოდი და ხელით მივანიშნებდი, სათქმელს ასე ვაგებინებდი. ოჯახის წევრები ამ ამბავს თითქმის შეგუებულები იყვნენ, რადგან ბევრი რამ სცადეს და არაფერი გამოდიოდა. კვირა დღე იყო, რაც მოხდა ყველაფერი ზუსტად მახსოვს, კარგი ამინდი იდგა.

დილაა, დედა ეზოს გვის, მამაც, და-ძმებიც იქვე არიან. ჩვენს დიდ ეზოს ორი ჭიშკარი ჰქონდა - ერთი ურმისთვის, მეორე ხალხისთვის. უცებ, პატარა ჭიშკარი გაიღო. დგას დიდი თხა-ვერძი ლამაზი გადაწეული რქებით, პატარა წვერით. ეზოში გადმოხტა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ყველა გაჩერდა, არ იციან როგორ მოიქცნენ. დედას, ცხადია შეეშინდა, თხამ არაფერი დაუშავოსო, თან ფიქრობს, აქ საიდან გაჩნდა? თხა ჩემთან მოვიდა, წინა ფეხებზე ჩაიჩოქა, თითქოს მთხოვდა - შემაჯექიო. მოვეფერე და ამ დროს ჭიშკარში ბაბუა შემოდის. მე დავიყვირე, ბაბუა! სანამ ბატონები დამემართებოდა, ვლაპარაკობდი, ახლა კი, პირველი სიტყვა ბაბუა ვთქვი. დედა იმ წუთას მეცა, აბა, კიდევ თქვი რამეო. მამამ, ასე არ შეიძლებაო, დედა დატუქსა. მერე ხელში ამიყვანა, ცალკე დავსხედით, კარგა ხანს მეფერა და მითხრა: შვილო, აბა კიდევ თქვი რამეო. მეორე სიტყვა დედა ვთქვი. ნამდვილად სასწაული იყო. რა აღმოჩნდა? თურმე, ბაბუას ღამე დაესიზმრა, რომ ჩვენი სოფლიდან (რგანი) 7-8 კმ-ის დაშორებით სოფელ ნავაზეთში უნდა წასულიყო ერთ-ერთ გლეხთან, რომელსაც ლამაზი თხა ჰყავდა და ის უნდა ჩამოეყვანა. Bბაბუა ასეც მოიქცა, იმ ადგილზე მისულა თუ არა, თხა მაშინვე წამოყვა, თოკიც კი არ ჰქონდა მობმული. ენა რომ ამოვიდგი, სიტყვებს დამახინჯებით ვამბობდი. სკოლაში წასვლამდე კითხვა მასწავლეს. ჩემი უფროსი და მაიძულებდა ხმამაღლა და ხშირად მეკითხა. ასე, რომ მეხუთე კლასში არა თუ მუნჯს, უკვე ჭყარტალას მეძახდნენ, იმდენად ბევრს ვლაპარაკობდი.

მოჯადოებული ადგილი

- ჭიათურიდან ჩემს სოფლამდე საკმაოდ დიდი მანძილია, 10 კმ იქნება. ყოფილა შემთხვევა, ეს გზა ფეხით

გაგვივლია. ერთხელ, მეათე კლასში ვსწავლობდი, კინოფილმი გვიან დამთავრდა და ღამის 12 საათზე მომიწია უკან დაბრუნება, თანაც მარტო ვიყავი. თავისებური შიში მქონდა, რადგან ზოგიერთ ადგილს მოჯადოებულს ეძახდნენ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს