24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო

 24 წლის მეფუტკრემ კარდენახში ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა მეფუტკრე ავთანდილ ბედენაშვილმა სამი თვეა ყვავილის მტვრის წარმოება დაიწყო. მისი თქმით, ყვავილის მტვერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და კილოგრამი 100-დან 150 ლარამდე ღირს. ამ ეტაპზე მეფუტკრეს სარეალიზაციოდ საჭირო რაოდენობა არ აქვს, თუმცა მეურნეობის გაფართოებაზე მუშაობს. ავთანდილ ბედენაშვილი ფუტკრის დედის რძის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

"ფუტკარი ყვავილის მტვერს იღლიებში იგროვებს, ანერწყვიანებს რომ არ ჩამოსცვივდეს და შემდეგ ბარტყს აჭმევს. ჩვენ სკა გვაქვს ისე მოწყობილი, რომ როდესაც ფუტკარი სკაში შესაფრენად მოდის, შიგნით "სეტკები" ხვდება, რომელშიც უნდა აძვრეს, რომ ყვავილის მტვერი აიტანოს, აძრომის დროს იღლიებიდან ეს მტვერი სცვივა და უჯდებში ცვივდება. ამას ვიღებთ ჩვენ. კვირაში ერთხელ 200-300 გრამამდე გამოდის. ახლა 20 სკა მყავს, მაგრამ მხოლოდ 2 სკაა ისეთი, რომელიც ფუტკრის მტვერს მოიპოვებს. ყვავილის მტვერი ერთ-ერთი უნიკალური პრეპარატია, რომელიც ბევრ დაავადებას შველის, პირველი წამალია ფილტვების, ბრონხების, ალერგიის დროს. ჯერ იმდენი არ მაქვს, რომ რეალიზაცია გავუკეთო. ძირითადად ოჯახის და ახლობლებისთვის მაქვს, რაოდენობა რომ მექნება, გავყიდი. აფთიაქებშიც იყიდება ამპულებით, მაგრამ ის ხარისხი არ არის, რა ხარისხსაც ცოტა ხანში მომხმარებელს შევთავაზებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ავთანდილ ბედენაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა