არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. მათ მარმარილოს მუსიკა ესმით და სიბნელის გემო იციან.
ასეთ ადამიანებს სინესთეტებს უწოდებენ და მათ სინესთეზიის ნიჭი აქვთ. ეს არის უნიკალური ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე შესწავლი არ არის.
სამყაროს შეცნობაში ჩვენ გრძნობის ორგანოები გვეხმარება: ენაზე განთავსებული რეცეპტორებით გემოს ვგრძნობთ, ყურებით ხმა გვესმის, თვალებით ვხედავთ, მაგრამ სინესთეზიის მქონე ადამიანები სამყაროს ერთოდროულად რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ.
სინესთეზია (synaisthesis) - ბერძნული სიტყვაა და შერეულ ან ერთდროულ შეგრძნებას ნიშნავს.
მეცნიერული ენით, სინესთეზია წარმოადგენს რეალობის აღქმის ისეთ მოვლენას, როცა გრძნობის ერთი ორგანოს, ამოქმედების დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის.
მაგალითად, ადამიანი სიბნელეში ყოფნის დროს, სიბნელის გემოს გრძნობს.
ეს ჰალუცინაცია არ არის, ეს რეალური გრძნობების კომპლექსია.
ნეიროფიზიოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რას წარმოადგენს სინესთეზიის მოვლენა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სინესთეტის ტვინში ნეირონები სპონტანურად ცვლიან ელექტროიმპულსებს და შედეგად, ადამიანის ცნობიერებაში შეგრძნებებს შორის უცნაური ურთიერთკავშირი ჩნდება.
ამ თეორიის თანახმად, სინესთეზია გენების მუტაციის შედეგია და თაობიდან თაობაში გადადის. ამის ნათელი მაგალითია რუსი მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც სინესთეზიის ნიჭი დედისგან მიიღო. მისი ვაჟი ასევე იყო სინესთეტიკი. იხილეთ გაგრძელება