ქეთა თოფურია საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული ფოტო მომღერალმა ინსტაგრამის პირად გვერდზე რამდენიმე საათის წინ განათავსა. ქეთა სამშობლოში А Студио-სთან ერთად ჩამოვიდა. მათი ვიზიტი დღეს ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტს უკავშირდება.
А Студио საქართველოში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოდის. ჯგუფი 1982 წელს ჩამოყალიბდა, ქეთა თოფურია კი მათ 10 წელზე მეტია შეუერთდა.