მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

მოგზაურობა ბუტაპეშტსა და ვენაში - "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზი

ერთკვირიანი საგზური ევროპაში "პალიტრა L"-ის გათამაშების ერთ-ერთი მთავარი პრიზია. ორ პერსონაზე გათვლილი ტურისტული პაკეტის მფლობელი 29 მაისს გამოვლინდება. გრანდიოზული გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული ბუდაპეშტსა და ვენაში გაემგზავრება.

ტურისტული კომპანია "08 თრეველი" "პალიტრა L"-ის გათამაშებაში გამარჯვებულის მოგზაურობასა და დასვენებას უზრუნველყოფს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ელის საგზურის იღბლიან მფლობელს ტურის ფარგლებში:

მაკო მჭედლიძე, "08 თრეველის" ტურ-ოპერატორი: "08 თრეველი" საერთაშორისო ტურისტული კომპანიაა, რომლის უპირატესობაა მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით შესთავაზოს როგორც დაბალბიუჯეტიანი, ასევე მაღალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქტები. ჩვენთან გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები ემსახურებიან მომხმარებლებს. "08 თრეველი" "პალიტრა L"- ის გათამაშებაში გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემს 7-დღიან სამოგზაურო პაკეტს ევროპის ორ ულამაზეს ქალაქში - ბუდაპეშტსა და ვენაში, რომელიც ტურისტებისთვის თავისი ღირსშესანიშნაობებით ძალიან მიმზიდველია. მაგალითად, ბუდაპეშტში მოინახულებენ ბუდას ციხე-სიმაგრეს, ვაროშლიგეტის პარკს, რომელიც ქალაქის მთავარ სილამაზეს წარმოადგენს. ასევე, ძალიან ლამაზი არქიტექტურით გამოირჩევა ვენა, სადაც ჩვენს გამარჯვებულს ვთავაზობთ მოგზაურობას. ტურისტები ნახავენ შონბრუნის სასახლეს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, პარლამენტს და სხვა. პაკეტი მოიცავს სრულ მომსახურებას და მასში შედის ორმხრივი ავიაბილეთი, შიდა გადაადგილება, სასტუმრო საუზმით.

გათამაშების პირობების თანახმად, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" და კიდევ 24 სხვა მაღაზიაში გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე, ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ადგილზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, შესაბამისი ველის გადაფხეკის შემდეგ კი, ყველა შემთხვევაში გარანტირებულ პრიზს, წიგნს მოიგებს. ამის შემდეგ მკითხველი ამავე ბილეთით გრანდიოზულ გათამაშებაში ერთვება, რომელიც 29 მაისს გაიმართება. გათამაშებაში 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ორ პერსონაზე ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და iPhone 6s გათამაშდება.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც სპეციალურ ვებგვერდზე - www.palitral.ge/lottery, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ.

გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია PalitraNews-ისა და "რადიო პალიტრის" პირდაპირ ეთერში.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

ასევე წაიკითხეთ: "ეს არის წიგნიერი თამაში... ბილეთს გადაფხეკ და იქ აუცილებლად დაგხვდება წიგნი - დიდი სულიერი საჩუქარი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია