"კომედი შოუს" მსახიობი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს - უახლესი ინფორმაცია გიორგი გოცირიძის მდგომარეობაზე

"კომედი შოუს" მსახიობი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს - უახლესი ინფორმაცია გიორგი გოცირიძის მდგომარეობაზე

"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. კლინიკაში განმარტავენ, რომ 27 წლის მსახიობი კონტაქტურია, თუმცა მკურნალობას კვლავ რეანიმაციაში გააგრძელებს.

"პაციენტი მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, არის კონტაქტური და ადეკვატური. მდგომარეობა რჩება საყურადღებო. მსახიობი კვლავ იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში (რეანიმაციაში), მას კვლავ ესაჭიროება მრავალკომპონენტიანი სამკურნალო ღონისძიებები", - აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა. მსახიობს ოთხი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

წაიკითხეთ: "ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე" - რას ჰყვება თვითმხილველი "კომედი შოუს" მსახიობის ავარიაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია